22 ივნისს, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის - ლალი მეკოკიშვილის მოწვევით ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტის არჩეული აკადემიური პერსონალი და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე ლალი მეკოკიშვილმა ავტორიზაცია-აკრედიტაციის საკითხები, სასწავლო პროცესში კლინიკური სწავლების მონიტორინგი, ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება, ფაკულტეტის ბიუჯეტი და სწავლისა და სწავლების ორგანიზების საკითხები განიხილა.
დამსწრე საზოგადოებასთან სამომავლო სიახლეებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა, კსუ-ს ვიცე-კანცლერმა ნინო ჩუბინიძემ. მისი თქმით, ყველა ის ცვლილება რომელიც უახლოეს მომავალში უნივერსიტეტში განხორციელდება, მიზნად ისახავს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, რითაც უნივერსიტეტი კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოდელებს.
ფაკულტეტის დეკანმა, ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის მნიშვნელობაზეც და საბჭოს წევრებს უნივერსიტეტის მასშტაბით გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო გრანტების კონკურსზე მიაწოდა ინფორმაცია.
ფაკულტეტის საბჭოსთან მოხსენებით წარსდგა მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი - ნინო სიხარულიძე, რომელმაც ქულათა გადანაწილების, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დადგენისა და სწავლების პროცესის მონიტორინგის საკითხები მიმოიხილა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელმა - ეკატერინე ყიფიანმა, დამსწრე საზოგადოებას, ,,პედიატრიის“ სასწავლო დიციპლინის ფინალური გამოცდის ახალი მეთოდით - ობიექტურად სტრუქტურიზებული კლინიკური გამოცდა (OSCE) - ჩატარების პირველადი შედეგები გააცნო.
შეგახსენებთ, რომ მედიცინის ფაკულტეტის დეკანისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა პერმანენტულად ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება