საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით გამართულ უნივერსიადას თასის გათამაშების ფინალურ მატჩში, კსუ-ს ფუტსალის გუნდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა.
თამაში დაძაბულად, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, ხოლო მეორე ტაიმში - პირველი გოლი თსუ-ს გუნდის ფუტსალის ფეხბურთელებმა გაიტანეს. თამაშის ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე, კსუ-ს გუნდიდან - გარი წერეთელმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის გამარჯვებულის გამოსავლენად, პენალტების სერია დაინიშნა, სადაც კსუ-ს გუნდი მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 3:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიადის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად, კსუ-ს ფუტსალის ფეხბურთელი, დავით ხარაზი დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს - პირველი ადგილი - თსუ, მეორე ადგილი - კსუ, მესამე ადგილი - სპორტის უნივერსიტეტი - მედლები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე, უნივერსიადაში 14 საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდი ჩაერთო. ისინი ჯგუფურ ეტაპზე - 7-7 გუნდად გადანაწილდნენ. ფინალში თამაშის უფლება კი 2-მა გუნდმა, მათ შორის კსუ-მ მოიპოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება