კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის (მეათე სემესტრელ) სტუდენტებს, ,,პედიატრიის“ სასწავლო დისციპლინის ფინალური გამოცდა, შეფასების ახალი მეთოდით, ობიექტურად სტრუქტურიზებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ფორმატით ჩაუტარდათ.
გამოცდის მიმდინარეობას, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - ლალი მეკოკიშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მარინა გედევანიშვილი ესწრებოდნენ.
OSCE-ის მეთოდით ჩატარებული გამოცდა ორ ეტაპად: კლინიკურ სადგურებში და ტესტირების ოთახში - 16-მა სტუდენტმა ჩააბარა. გამოცდა, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ბაზაზე, ხელმძღვანელის - ეკატერინე ყიფიანისა და საგნის პროფესორის - ნინო თოთაძის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) - ცოდნისა და უნარების შეფასების ახალ მეთოდს წარმოადგენს და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო განათლების ერთ‐ერთ ძირითად სტანდარტადაა აღიარებული.
ეს მეთოდი გამოიყენება სტუდენტის მიერ შეძენილი კლინიკური უნარ-ჩვევებისა და ჩამოყალიბებული კლინიკური კომპეტენციების შესაფასებლად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება