კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტებისთვის, სასწავლო კურსის - „სამედიცინო ბიოქიმია“ - ფარგლებში, პროფესორმა ბაბაკ ხლილი ადადიმ ლექციები თემაზე - „კუნთოვანი და ნერვული ქსოვილების ბიოქიმია“ და „ბიოქიმიური ცვლილებები შემაერთებელ ქსოვილში დაბერებისა და პათოლოგიების დროს“, - ჩაატარა.
პროფესორმა პირველი ლექციის ფარგლებში განიხილა სინაფსური გადაცემის ბიოქიმიური მექანიზმები, ნეიროეგზოციტოზში ჩართული ცილები, მათი სტრუქტურა და მნიშვნელობა ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლების პროცესში, ხოლო მეორე ლექციაზე ყურადღება გამახვილდა შემაერთებელი ქსოვილის ცილოვანი კომპონენტების ბიოგენეზსა და ფუნქციებზე, მათ ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებზე.
შეგახსენებთ, რომ ბაბაკ ხლილი ჰადადი ირანის ქ. ჰადად-აბადის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ბიოქიმიის დოქტორია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება