19 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტის - შორენა ქურდაძის დისერტაციის - ,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაციები და მათი გავლენა მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე“ - საჯარო დაცვა გაიმართა.
დისერტაცია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომი გახლავთ, რომელიც შესავალის, სამი თავის, თხუთმეტი ქვეთავის, დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილისაგან შედგება.
დოქტორანტის - შორენა ქურდაძის ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თეა კასრაძე და თანახელმძღვანელი - დავით სიხარულიძე ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახლდნენ.
ოფიციალური რეცენზენტები კი - ვახტანგ ჭარაია - ეკონომიკის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გიორგი ღლონტი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახლდნენ.
სადისერტაციო კვლევა მიზნად ისახავდა: საქართველოში პუი-ს მოტივაციების გამოვლენასა და ქვეყნის ეკონომიკაზე მათი გავლენის შესწავლას დარგისა და ქვეყნის მახასიათებლების გათვალისწინებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კსუ-ს დოქტორანტს - შორენა ქურდაძეს, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება