კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე, პედაგოგ მაია სვანიძის ხელმძღვანელობით, ინდივიდუალური და ჯგუფური მოხსენებებით წარსდგნენ და საპრიზო ადგილების დაკავებაც შეძლეს.
სტუდენტთა 26-ე სამეცნიერო კონფერენციაზე ოთხი სექცია მუშაობდა, კერძოდ: მედიცინა-სტომატოლოგია, სამართალმცოდნეობა, სოციალურ მეცნიერებათა და ეცხო ენები.
მედიცინა-სტომატოლოგიის სექციაში კსუ-ს სტუდენტებმა გიორგი კუპრაშვილმა და ცოტნე ბელთაძემ მოხსენება - "ვიტამინებისა და ჯანსაღი კვების ძირითადი ასპექტები", ცირა კელენჯერიძემ და თამარ ფაღავამ - "მოზარდთა და ახალგაზრდა ასაკის ადამიანების ჯანმრთელობა საქართველოსა და მსოფლიოში" - წარადგინეს.
შემდეგი ჯგუფური მოხსენება, რომელიც სეზონურ გრიპს შეეხებოდა, აუდიტორიას თეონა ბარბაქაძემ და სალომე ხოფერიამ გააცნეს, "ცემენტის ქარხანაში მომუშავეების პროფესიული დაავადებები" კი სალომე ჩარგაზიამ და ნინო ქათამაძემ მიმოიხილეს.
რაც შეეხება ქრისტინა ციკოლიას, მან ინდივიდუალური მოხსენება თემაზე - "ტკივილის სახეები" - წარადგინა.
მოხსენებების დასრულების შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით, მედიცინა-სტომატოლოგიის სექციაში, მსგავსად სხვა სექციებისა, I, II და III ადგილოსნები გამოვლინდნენ.
I ადგილი სდასუ-ს სტუდენტმა მურთაზ ბოხუამ დაიკავა, შემდეგი ორი ადგილი კი კსუ-ს სტუდენტებმა გაინაწილეს: II ადგილი ნინო ქათამაძე და სალომე ჩარგაზია, III ადგილი ქრისტინა ციკოლია.
კონფერენციის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება