საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და სკოლა - "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" 15 ივნისიდან - 19 ივნისის ჩათვლით ტარდება.
17 ივნისს - სიმპოზიუმი ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია - ’’Radisson Blu Iveria Hotel-ში“ გაიხსნა, სადაც მომხსენებლებმა და დარგის სპეციალისტებმა, (მათ შორის ნიკოლას კიორაციმ - აშშ და სერგეი კრისოვი - გაერთიანებული სამეფო) აღნიშნული თემატიკის ირგვლივ, მოხსენებები წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ მომხსენებელთა დაბინავება, კსუ-მ როგორც, პროექტის ერთ-ერთმა პარტნიორმა უზრუნველყო.
სიმპოზიუმზე, ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით, მოხსენებებით წარსდგნენ კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებიც და უცხოელ კოლეგებთან ერთად, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.
17 ივნისს, პროექტის მონაწილეები, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ესტუმრნენ, სადაც მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ამირან გამყრელიძემ უმასპინძლა.
ლუგარის ცენტრის ლაბორატორია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სტუმრებს, პაატა იმნაძემ - კვლევების მიმართულების დირექტორმა დაათვალიერებინა.
სკოლა-კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა სატელიტური სესია "იმუნიზაციის და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან" (AIVA). ასოციაციის წევრების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები ძირითადად შეეხებოდა ვაქცინოლოგიის უახლეს მიღწევებსა და ინოვაციებს.
აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, პროექტში ჩართულ სტუდენტებს, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში, სამუშაო ვიზიტით სტუმრობა, პროექტის დასრულების შემდგომაც შეეძლებათ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და სკოლა - ,,იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტია, ღონისძიება ტარდება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება