კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კსუ-ს სტუდენტები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ ჩატარებულ სემინარს დაესწრნენ.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, კატასტროფების მართვის კოორდინატორმა - თამუნა კამკამიძემ, სტუდენტებს ორგანიზაციის ისტორია, მისია, მანდატი და ხედვა გააცნო. მან ასევე ისაუბრა, საქართველოში ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკაზეც.
თამუნა კამკამიძის თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ხელმძღვანელობს შვიდი ფუნდამენტური პრინციპებით: ჰუმანურობა; მიუკერძოებლობა; ნეიტრალიტეტი; დამოუკიდებლობა; ნებაყოფლობითი (მოხალისეობაზე დაფუძნებული) სამსახური; ერთიანობა; უნივერსალურობა.
სემინარის დროს, თამუნა კამკამიძემ, თითოეული პრინციპი დეტალურად მიმოიხილა თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მოხალისეობაზე დაფუძნებულ სამსახურზე გაამახვილა.
წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელის თქმით, ამჟამად მათთან 2700-მდე აქტიური სტატუსის მქონე მოხალისე მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არიან გადანაწილებულები. მათ რიგებში გაწევრიანება ასევე ხელმისაწვდომია კსუ-ს სტუდენტებისთვისაც.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა, მომხსენებელმა, მსოფლიო მასშტაბით, წითელი ჯვრის საზოგადოების აქტივობებსა და მის როლზე გაამახვილა ყურადღება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება