კავკაიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, ვახტანგ წივწივაძე, მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდრომარემ გიორგი კობახიძემ, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში, ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
კონფერენციის მონაწილეებმა ევროპის, რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე, ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და მოცემულ პოლიტიკურ პროცესში საქართველოს როლზე ისაუბრეს. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
ღონისძიებას საქართველოს, ევროპისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევრპული გზა“ ბათუმში 2007 წლიდან ტარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება