8 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის 1-ლი კურსის სტუდენტები, პროგრამის ხელმძღვანელ, ასოცირებულ პროფესორ ოლან გოცირიძესთან ერთად, კახეთში სამ წამყვან ღვინის კომპანიას ესტუმრნენ.
სტუდენტებმა 100-წლოვანი ისტორიის მქონე “თელავის ღვინის მარანი“ დაათვალიერეს და ე.წ. „ღვინის გზა“ გაიარეს, რომელიც ღვინის წარმოების ყველა ეტაპს მოიცავს (ვენახიდან-ჩამოსხმამდე).
სტუდენტებმა, ვიზიტის ფარგლებში, „თელავის ღვინის მარნის“ მთავარი ტექნოლოგის, ბექა სუზაშვილისა და ხარისხის სამსახურის სპეციალისტის, თამარ გურგენაშვილის დახმარებით, კომპანიის კუთვნილი ვენახები და საწარმოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. გაეცნენ ყურძნის გადამუშავების, ღვინის სხვადასხვა ტექნოლოგიური სქემებით დამზადების სრულ ციკლს, სტაბილიზაციის, ხარისხის მართვისა და კონტროლის ნოვაციურ მეთოდებს.
ვიზიტის დასასრულს, კომპანიის წარმომადგნლების გადაწყვეტილებით, მაგისტრანტებს საშუალება მიეცათ, კომპანიის აღიარებული სხვადასხვა კატეგორიის ღვინოები დაეჭაშნაკებინათ.
აღსანიშნავია, რომ დამთვალიერებლებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ტრადიციულმა ქვევრების მარანმა მოახდინა.
„შატო შუხმანის“ წარმოების დირექტორმა, როლანდ ბურდიაშვილმა და „შატო მოსმიერის“ წარმოების მენეჯერმა, გიზო ოხანაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას კომპანიების მიღწევებზე, ღვინის ექსპორტირების აქტუალური საკითხეზე, შატოების მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და ღვინის ტურიზმის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს და ასევე, ინტერესი გამოთქვეს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების დასაქმების ხელშეწყობაზე.
კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი მსგავსი სახის გასვლით ტურებს პერმანენტულად ახორციელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება