კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები და ახალი პრეზიდენტი
8 ივნისს კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგად პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, თითოეული ფაკულტეტიდან 8 თვითმმართველობის წევრი აირჩიეს. საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, არჩევნებში საინიციატივო ჯგუფმა - „კავკასიელი“, - გაიმარჯვა, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის ახალ შემადგენლობაში 23 წევრით იქნება წარმოდგენილი, მეორე ადგილი კი საინიციატივო ჯგუფს - „CIU TEAM“, - ერგო, 5 არჩეული წევრით, 4 მანდატი კი დამოუკიდებელ კანდიდატებზე გადანაწილდა. არჩევნებში მონაწილეობა კსუ-ს 800-მდე სტუდენტმა მიიღო.
11 ივნისს პირველ სხდომაზე, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, სალომე სურამელი სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად აირჩიეს. მისი თქმით ახალი თვითმმართველობის მიზანია სტუდენტებისთვის აქტიური, საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო გარემოს შექმნა, რომელიც მიმართული იქნება თავისუფალი იდეებისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელებისკენ. უახლოეს მომავალში იგეგმება საგანმანათლებლო კონფერენციების, სემინარების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სტუდენტური თვითმმართველობა ასევე აქტიური იქნება სოციალური პროექტების მხარდაჭერის კუთხითაც.
სტუდენტური თვითმმართველობის პირველ სხდომაზე ასევე დასახელდნენ ვიცე-პრეზიდენტები: პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ბანძავა (სამართლის ფაკულტეტი), მეორე ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გოროზია (მედიცინის ფაკულტეტი), ვიცე-პრეზიდენტები ბაკურ ხუბულავა (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) და დიმიტრი ხუბულავა (ბიზნესის ფაკულტეტი).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება