სასწავლო კურსის - „კონფლიქტების გაშუქება“, - ფარგლებში, კსუ-ში დეკანოზ ლევან მათეიშვილის ლექცია გაიმართა თემაზე: „რელიგიური კონფლიქტები“.
დეკანოზმა ლექციაზე საკითხის ისტორია და თანამედროვეობის გამოწვევები მიმოიხილა. მისი განცხადებით მსოფლიოში თითქმის ყველა კონფლიქტი, რომელიც რელიგიურ ნიშას ატარებს, სინამდვილეში თავისი არსით პოლიტიკურია. „რელიგიას სხვადასხვა ჯგუფები ხშირად წარმოაჩენენ იდეოლოგიზირებულ ჭრილში, ეს არის ძალიან სამწუხარო, მიმართულია ადამიანების მართვაზე, ბოლოს კი იმსხვრევა. რელიგიათა იდეოლოგიზირება არის სწორედ კონფლიქტთა წამორმოშობის უმთავრესი მიზეზი“ - განაცხადა დეკანოზმა.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ სხვადასხვა თეოლოგიური თუ სოციალურ-პოლიტიკური საკითხებით, რაზეც დეკანოზისგან საინტერესო პასუხები მიიღეს.
ლექციას სტუდენტებთან ერთად ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება