კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ტრენინგი თემაზე - „ბიზნეს ასოციაციების როლი საქართველოში“, - გაიმართა.
ტრენინგს საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრის ექსპერტი (Center for International Private Enterprise (CIPE) კამელია ბულატი წარუძღვა, რომელმაც სტუდენტებთან ერთდღიანი ბიზნეს ასოციაციის პროგრამის ფარგლებში, განიხილა ისეთი თემები როგორიცაა: ბიზნეს ასოციაციის როლი; ამ ტიპის ორგანიზაციების სპეციფიკურობა: კერძო კომპანიებთან და საჯარო დაწესებულებებთან შედარებითი ანალიზი; ბიზნეს ასოციაციის შექმნის პროცედურები და მუშაობის ძირითადი ელემენტები.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მეორე ნაწილში სტუდენტებს საკუთარი ბიზნეს ასოციაციების მოდელირების შესაძლებლობა მიეცათ, რაც მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურებოდა.
ტრენინგზე ასევე USAID-ის წარმომადგენელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ფოტო და ვიდეო კონკურსის შესახებ - „რეფორმა პრიზმაში“, - რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კსუ-ს სტუდენტებს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/G4G-305788096275110/
შეხვედრის დასასრულს კამელია ბულატიმ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
სტუმარი კსუ-ს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის (G4G)“ ფარგლებში ეწვია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება