საქართველოს პროკურატურამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ და საქართველოს პროკურატურის მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია სამართლებრივ საკითხებზე სტუდენტთა ცოდნის გაღრმავება, მათთვის პროკურატურის მუშაკთა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობა.
მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელია პროკურატურის წარმომადგენლების მიერ სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარებისა და იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარება და შეთანხმებისამებრ ანალიტიკურ საქმიანობაში უნივერსიტეტის ექსპერტების, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჩართვა.
კსუ-ს სტუდენტებს, პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავების მიზნით, პროკურატურაში პრაქტიკის გავლისა და სტუდენტურ კლინიკებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც 28 მაისს, პროკურატურაში ჩატარდა, უნივერსიტეტიდან სამართლის ფაკულტეტის დეკანი ვლადიმერ მაჭარაშვილი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება