კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - ლალი მეკოკიშილმა და აფილირებულმა პროფესორმა - მაია დათუაშვილმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ,,ევრომელანომის“ კამპანიის ფარგლებში მონაწილე დერმატოლოგების, ქირურგების, ონკოლოგებისა და კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით საინფორმაციო შეხვედრა/კონფერენცია გამართეს.
ლალი მეკოკიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას - კამპანიის, ძირითადი მიზნებისა და გასული წლების სტატისტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ხოლო ქ-ნმა მაიამ წლევანდელი კამპანიის სპეციფიკასა და საორგანიზაციო დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. ცენტრის წარმომადგენელმა ქ-მა ნანა მებონიამ საქართველოში კანის კიბოსა და მელანომის ბოლო 3 წლის სტატისტიკის შესახებ ისაუბრა.
მოგახსენებთ, რომ ,,ევრომელანომის“ კამპანია პირველად 1999 წელს ბელგიაში ჩატარდა, შემდეგ კი - 36 ქვეყანაში გავრცელდა. 2012 წლიდან „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ ინიციატივით, ჩვენი ქვეყანა ,,ევრომელანომის“ წევრი გახდა და წელს უკვე მეშვიდედ, ასოციაციის ორგანიზებით, კანის კიბოს სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
,,ევრომელანომა“ პანევროპულ კამპანიას წარმოადგენს, მისი იზანია კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკა, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა და საზოგადოების ინფორმირება.
წლევანდელი კამპანიის ლოზუნგია: კანის კიბო პრობლემაა საქართველოსთვის! შობლებო დაიცავით თქვენი შვილები მზის მავნე გამოსხივებისგან!
ამ შეტყობინების მიზანია მშობლებმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ მზისგან დაცვის ღონისძიებებსა და საშუალებებს, რადგან ბავშობაში მიღებული მზის დამწვრობა შემდგომში, მოზრდილ ასაკში მელანომისა და კანის კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება