კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ხუთი სტუდენტი - (თამარ ფაღავა, ნუცა ბასიაშვილი, მარიამ ჯალაღონია, მარეხი სალდაძე, ლიკა გოგონაძე) აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა მე-7 რესპუბლიკურ სამედიცინო - სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ.
კონფერენციაზე, კლინიკური და თეორიული მედიცინის როგორც ქართული, ასევე ინგლისურენოვანი სექციები მუშაობდა. კსუ-ს სტუდენტებმა მოხსენებები: ,,დაქვეითებული სმენა და მისი სოციალური ასპექტები“, ,,სისხლდენის ამოცნობა და პირველადი დახმარება“, ,,გარემოს რადიაქტიული დაბინძურების გამოვლინებები საქართველოში“ - კსუ-ს მოწვეული პედაგოგის - მაია სვანიძის ხელმძღვანელობით, თეორიული მედიცინის სექციაში წარადგინეს.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, თეორიული მედიცინის, ქართულენოვან სექციაში, ორი გამარჯვებული მოხსენება გამოვლინდა: კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი - თამარ ფაღავა - მოხსენება - ,,სისხლდენის ამოცნობა და პირველადი დახმარება“ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ნინო ლომსიანიძე და ნინო ასათიანი - ,,ჰემოფილია და მისი ბიოქიმიური საფუძვლები“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება