კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მაგისტრანტი - თეიმურაზ ცინაძე, მცირე საოჯახო მარნის სტატუსით, იმერეთში და ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა.
,,ცინოს ღვინოს“ სახელწოდებით, იმერეთში გამართულ ღვინის ფესტივალში, სადეგუსტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, თეიმურაზ ცინაძის მიერ წარმოდგენილი ციცქა-ცოლიკაურის ნიმუში საუკეთესოდ დასახელდა.
,,ცინოს ღვინოს“ ბრენდის ქვეშ, ოცხანური საფერეს ნიმუშმა, ახალი ღვინის ფესტივალშიც, დეგუსტატორების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
კსუ-ს მაგისტრანტის თქმით, მათი ღვინოები შეზღუდული რაოდენობით ღვინის მაღაზიებშიც იყიდება და ფესტივალებში მონაწილეობისა და წარმატებული პოზიციონირების შემდეგ, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.
თეიმურაზ ცინაძე, გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო სფეროშიც, 27 მაისს გამართულ კსუ-ს მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაში, მან მევენახეობა-მეღვინეობის სექციის კომისიის წევრებსა და მომხსენებლებს, - ,,ვაზის ქართული გენოფონდის მონაწილეობით შექმნილი ახალი ჰიბრიდული ჯიშების“ შესახებ მოხსენება წარუდგინა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს თეიმურაზ ცინაძეს აღნიშნულ მიღწევას და მომავალშიც, როგორც პრაქტიკულ, ასევე სამეცნიერო მუშაობაში, წარმატებებს უსურვებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება