კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პოლოტოლოგმა - პეტრე მამრაძემ, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, საჯარო ლექცია ჩაატარა.
მომხსენებელმა შეკრებილ საზოგადოებას, მოხსენება - ,,გლობალური, დემოგრაფიული და გეოპოლიტიკური ცვლილებები 21–ე საუკუნის დასაწყისში'' - გააცნო და საუბარი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარმართა.
პეტრე მამრაძემ, კონკრეტულ ფაქტებსა და მაგალითებზე, როგორც პირად გამოცდილებაზე, ასევე სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით იმსჯელა.
მომხსენებელმა ლექციის დროს ყურადღება გაამახვილა მსოფლიო მასშტაბით იმ დემოგრაფიულ პრობლემებზე, რაც განვითარებულ სახელმწიფოებს ემუქრება და ამ კუთხით კვლავწარმოქმნის - ანუ სიკვდილიანობის მაჩვენებელთან შედარებით, შობადობის მაჩვენებლის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პეტრე მამრაძემ დამსწრე საზოგადოებას, უნივერსალური კანონიც შეახსენა: ეთნოსი, რომელიც ცივილიზაციის მაღალ დონეს ეზიარება, აუცილებლად მიდის კვდომისკენ.
მომხსენებლის თქმით, დემოგრაფიული ციკლები ყველაზე სრულფასოვნად არისტოტელემ და პლატონმა აღწერეს.
საჯარო ლექციის დასკვნითი ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, სადაც კსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ყველა დამატებით შეკითხვასა და რეპლიკას უპასუხა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება