25 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ხატვის წრის სტუდენტთა ნახატები, უნივერსიტეტის ცენტრალურ კორპუსში გამოიფინა. გამოფენა ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება და დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ პროფესიონალ თუ მოყვარულ სტუდენტ თანახატებს ადგილზე გაეცნონ და დაათვალიერონ.
კსუ-ში ხატვის წრე უკვე ხუთი წელია არსებობს და მას თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, მაკა ტაბიძე ხელმძღვანელობს.
წლევანდელ გამოფენაში, სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის 15 სტუდენტი - 50-მდე ნამუშევრით მონაწილეობს, რომლებიც ძირითადად პორტრეტული, სიუჟეტური და პეიზაჟის ჟანრის ნახატებს წარმოადგენს.
სამხატვრო წრის ხელმძღვანელის - მაკა ტაბიძის თქმით, სამხატვრო სტუდიაში ყოველწლიურად ახალი სტუდენტები მოდიან, რომლებიც მასთან ერთად, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ინტენსიურად მუშაობენ, არჩევენ მიმართულებასა და ჟანრს, სახატავ მასალებს და საბოლოო გამოფენისთვის ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ სამხატვრო სტუდიაში გაწევრიანება კსუ-ს ნებისმიერ, ხატვით დაინტერესებულ და მოტივირებულ სტუდენტს შეუძლია. მსგავსი სახის გამოფენები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პერმანენტულად ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება