კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს - აღსრულების ეროვნული ბიუროს, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის მრჩეველი - მირანდა გაბუნია და ამავე სამსახურის სტაჟიორი - ანა ცომაია ესტუმრნენ.
მათ, კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი მიმოიხილეს, რაც საჯარო მოხელესათვის 12 თვიან გამოსაცდელ ვადასა და კონკურსის სამგვარ ეტაპს: ღია, დახურული და გამარტივებული - გულისხმობს.
მასტერკლასის ფარგლებში, მირანდა გაბუნიამ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გაარჩია როგორიცაა - რეზიუმეს სწორად შევსება, წარმატებული გასაუბრების ძირითადი პრინციპები და კარიერული განვითარების ეტაპები საჯარო სამსახურში.
მომხსენებელი, სტუდენტებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებში, სტაჟირების გავლის შესაძლებლობაზეც ესაუბრა და მონაწილეობის პირობები გააცნო. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის სტაჟიორმა - ანა ცომაიამ, სტუდენტებთან კიდევ უფრო დეტალურად მიმოიხილა სტაჟირების ეტაპი და მასტერკლასის მონაწილეებს აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენება ურჩია.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, მასტერკლასის თითოეული სტუდენტი, მონაწილეობის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
შეგახსენებთ, რომ, კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახური ფაკულტეტების საჭიროებებიდან თუ ინტერესთა ჯგუფების სურვილით, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე გასვლით ვიზიტებს - სისტემატურად ატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება