კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ყოველწლიურ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
პლენარული სხდომა კსუ-ს რექტორმა - კახაბერ კორძაიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა. რექტორმა, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე და სოკრატესეული მიდგომა - ცოდნა, როგორც სიკეთე და უმეცრება, როგორც ყველაზე დიდი ბოროტება - გააჟღერა.
შეკრებილი აუდიტორიის წინაშე - საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში - ჰამიდ მოსტაფავიც წარსდა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო, კულტურული და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და კონფრენციის მონაწილეებს მიესალმა.
კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები, დამსწრე საზოგადოებას - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ნინო მინდიაშვილმა გააცნო. მისი თქმით, კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი, წელს უპრეცენდენტოდ ბევრმა - 400-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა, რომელთაგან 274 მოხსენება შეირჩა. კსუ-ში ჩატარებულ მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაში - 380 ქართველი და უცხოელი სტუდენტი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ წელს უკვე მეორედ, კონფერენციაში მომავალ სტუდენტთა სექციამ იმუშავა, ეს უკანასკნელი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტდა.
სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებლები - ბიზნესისა და ეკონომიკის, ირანისტიკის, მედიცინის, მევენახეობა-მეღვინეობის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლისა და მომავალ სტუდენტთა სექციებში გადანაწილდნენ. კონფერენციის სამუშაო ენები - ქართული, ინგლისური და რუსული გახლდათ.
გამომსვლელებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგინეს მოხსენებები, როგორიცაა: ,,ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების გლობალური გამოწვევა“, ,,ბავშვები და ძალადობა - მედიამონიტორინგი და ანალიზი“, ,,ქართველი მხატვრები სეფიანთა ირანში“, ,,ხელოვნური ინტელექტის როლი საჯარო მმართველობაში“, ,,პალიატალური მზრუნველობა - თანამედროვეობის აუცილებელი რეალობა“, ,,ფრანჩაიზინგი ტურისტულ ბიზნესში“ ,,ვაზის ძირითადი სოკოვანი დაავადებები“ და სხვა.
კსუ-ში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მიზნები, რამდენიმე ძირითად პუნქტადაა გაწერილი:
კონფერენციის დასკვნით ნაწილში, სექციებში მუშაობის დასრულების შემდგომ - სექციების ხელმძღვანელებმა და კომისიის წევრებმა, გამომსვლელები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ ირანისტიკის სექციის მონაწილეები, სპეციალური სერტიფიკატებით, თავად - ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა კულტურის საკითხებში - ჰამიდ მოსტაფავიმ დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისა და აკადემიური საფეხურის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები მონაწილეობენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება