კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 21-25 მაისს, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა (ემერიტუსი), თანამედროვე სამედიცინო განათლების ექსპერტმა, კსუ-ს აფილირებულმა პროფესორმა - პიტერ ლიდიარდმა - მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის იმუნოლოგიაში ინტენსიურ სალექციო კურსი ჩაატარა.
ინტენსიური კურსის ფარგლებში პროფესორმა ლიდიარდმა დეტალურად მიმოიხილა ფუნდამენტური იმუნოლოგიის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში, გარდა ინტენსიური კურსისა, პროფესორმა ფაკულტეტის საბაზისო და კლინიკური საგნების პროფესორ-მასწავლებელთათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება სამედიცინო განათლებაში“ (PBL) . აღნიშნული მეთოდი გულისხმობს სასწავლო პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას და ხელს უწყობს სწავლის, დასკვნისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
ტრენინგზე პროფესორმა აკადემიურ პერსონალთან სასწავლო პროცესის სრულყოფაში, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეტალურად განიხილა აღნიშნული მეთოდის დანერგვის ეტაპები და გზები ფაკულტეტზე, ასევე საჭირო ადამიანური თუ მატერიალურ-ტექნიკური რესურსი.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე, თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, სისტემატურად ტარდება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ექსპერტებთან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება