კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეების ინიციატივითა და ორგანიზებით, უნივერსიტეტს - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - ლევან ჟორჟოლიანი და საკრებულოს წევრი, ისნის რაიონის მაჟორიტარი - ნინო ლაცაბიძე სტუმრობდნენ.
მომხსენებლები დამსწრე აუდიტორიას, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა - ვლადიმერ მაჭარაშვილმა წარუდგინა.
ვიზიტის ფარგლებში, ლევან ჟორჟოლიანმა, მუნიციპალური სამართლის არსის, მისი ადგილისა და როლის შესახებ ისაუბრა. მომხსენებელი დამსწრე აუდიტორიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის ძირითადი პრინციპების და სამართლებრივი საფუძვლებისა და ევროპული ქარტიის ძირითადი პრინციპების შესახებ ესაუბრა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ისნის რაიონის მაჟორიტარმა - ნინო ლაცაბიძემ დამსწრე აუდიტორიასთან, საკრებულოს ფუნქციონირებისა და მისი დანიშნულების საკითხები გაარჩია. მან ამ პროცესში, ახალგაზრდებისა და მათთან ეფექტური კომუნიკაციის აუცილებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, მონაწილე სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება, კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება