კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან საიუბილეო - 100 - წლისთავს - საჯარო ლექციით: ,, „ეროვნული კონსოლიდაცია და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა - 1918 წლის 26 მაისი“ - გამოეხმაურა.
ლექცია უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა - ქეთევან შოშიაშვილმა ჩაატარა და მას კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
მომხსენებელმა XV საუკუნეში ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლით, კონსოლიდაციის რღვევის, გეორგიევსკის ტრაქტატისა და ეროვნული მოძრაობის დასაწყისის პერიოდები - ვრცლად მიმოიხილა.
ქეთევან შოშიაშვილმა მოხსენება რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარმართა და ყურადღება გაამახვილა - XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობის - ,,თერგდალეულების“ მოძრაობისა და XIX საუკუნის ქართული პერიოდული პრესის შესახებ.
ლექციის დასკვნით ნაწილში, სტუდენტებს საშუალება მიეცათ საკუთარი პოზიცია ღიად გამოეხატათ და პროფესორისთვის შეკითხვები დაესვათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება