კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე, კსუ-ს სახელით მოხსენებები წარადგინეს და თემა, რომელიც სისხლის დონაციას შეეხებოდა, გამარჯვებული გახდა.
კონფერენციაზე სტუდენტები ჰუმანიტარულისა და სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის, ეკონომიკის, ტურიზმის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიცინის სექციებში მუშაობდნენ.
აუდიტორიის წინაშე, შობადობის ახალი ტენდენციები, ჯგუფური მოხსენებით მარიამ ბარბაქაძემ და გიორგი პოპიაშვილმა განიხილეს. შემდეგი აქტუალური თემა, რომელიც მარილის მოხმარების წესებს შეეხებოდა, ნინო ბექაურმა და ანა ჯამბურიამ ერთობლივად განიხილეს და დამსწრე საზოგადოებას მარილის მოხმარების შემცირებაზეც მიუთითეს.
„სისხლის დონაციის სოციალური ასპექტები“ - ეს არის, თემა, რომელმაც ჟიურისა და აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა და მომხსენებლებს - თეო თავართქილაძესა და ლადო მშვილდაძეს მედიცინის სექციის გამარჯვებულის სტატუსი მოუტანა.
კსუ-ს სტუდენტების მოხსენებებს პედაგოგი - მაია სვანიძე ხელმძღვანელობდა.
კონფერენციაზე გამარჯვებულის სტატუსის მოპოვება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტებს შეეძლოთ.
საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ), კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები, 12 გამარჯვებულს კი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება