კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებში რექტორის მრჩევლის - დარისპან პრაშერის ინიციატივით, ინდურ რესტორან - ,,Spice lounge-ში“, სხვადასხვა კურსის 80-მდე ინდოელი სტუდენტისათვის, კულტურული ხასიათის ღონისძიება - “Fresher party” - ჩატარდა.
ამ ტიპის შეკრება საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომლის დროსაც, სტუდენტები არაფორმალურ გარემოში იკრიბებიან, უფროსსემესტრელები - პირველკურსელებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და ერთმანეთს მუსიკალურ თუ საცეკვაო ნომრებს უჩვენებენ.
19 მაისს გამართული ღონისძიებაც, ამ ფორმატით ჩატარდა. “Fresher party”-ს ორგანიზატორმა - დარისპან პრაშერმა, ღონისძიების თითოეულ მონაწილეს, გამოსვლა და დამსწრე აუდიტორიის წინაშე თავის წარსდგენა სთხოვა. ოფიციალური ნაწილის შემდგომ, სტუდენტებმა საკუთარი ნიჭი და ტალანტი - მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით, ჟიურის წინაშე გამოავლინეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, საპატიო ჟიურიმ (კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტები - ნათია ბუთხუზი და თამთა შველიძე, უზენაესი სასამართლოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი კონსულტანტი - ხათუნა ჩარკვიანი, ჟურნალისტები - ლიკა ჟორჟოლიანი და მერიკო კარტოზია) „მისტერ“ და „მის“ პირველკურსელი - (Fresher) გამოავლინა.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება სხვადასხვაკურსის ინდოელი სტუდენტების გაცნობას, დაახლოვებასა და ქვეყანაში მათ გამარტივებულ ადაპტაციას ისახავდა მიზნად. კულტურული ხასიათის ღონისძიება, კსუ-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება