კსუ-ს კალათბურთის გუნდმა, 18 მაისს, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით გამართულ უნივერსიადის თასის პირველი მატჩი, დადებითი ანგარიშით დაასრულა და ამ მოგებით, საკალათბურთო სეზონი გახსნილად გამოაცხადა.
აღნიშნული მატჩი კსუ-ს კალათბურთელებმა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტთან გამართეს. კსუ-ს გუნდის ძირითადი ნაწილი უნივერსიტეტის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული, (ბექა ქარცივაძე, ვალერიან ბიჭაშვილი, ლაშა მამფორია, ბექა ბერიძე, ლუკა გაწერელია, ბაქარ გაბისიანი, ბექა შველიძე, ალექსანდრე ბაქრაძე და გიორგი სუხაშვილი) უნივერსიდას თასის გათამაშებაში გუნდი მხოლოდ ერთ მოწვეულ კალათბურთელს - კახა გიორგაძეს იმატებს, რომელიც ასევე კსუ-ს ნაკრების ღირსებას იცავს.
პირველი თამაშის საბოლოო ანგარიში 69:64 - კსუ-ს სასარგებლოდ დაფიქსირდა, უახლოეს შეხვედრას გუნდი 24 მაისს, წინა წლის გამარჯვებულთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაკრებთან გამართავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება