კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სასწავლო დისციპლინის - ჟურნალისტური გამოძიება - ფარგლებში, პრაქტიკოს ჟურნალისტ-გამომძიებელს - ვახტანგ კომახიძეს შეხვდნენ.
ლექცია - საგნის ხელმძღვანელმა - გიგლა გობეჩიამ გახსნა და სტუდენტებს მოწვეული სტუმრის პროფესიული საქმიანობისა და მოღვაწეობის ძირითად ასპექტებზე ესაუბრა.
შეხვედრის დასაწყისში, ვახტანგ კომახიძემ სტუდენტებთან, საბჭოთა მედიის ძირითად დანიშნულებაზე, ინფორმაციულ დეფიციტსა და ამ რეალობაში ადამიანის ლეგიტიმურ უფლებაზე - მიიღოს სწორი და სანდო ინფორმაცია - ისაუბრა.
მომხსენებელმა მედიისათვის ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა დაასახელა, რამაც საქართველოში - ჟურნალისტური მოღვაწეობის ახალი პლატფორმა გააჩინა.
ვახტანგ კომახიძის განცხადებით, ჟურნალისტური გამოძიება თავისთავად არ არის ჟანრი, ის უფრო მეტად ჩაძიებულ, გაშლილ და სრულფასოვან ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ავტორიც სპეციალიზირებული ჟურნალისტია, უმეტესწილად, კონკრეტული დარგობრივი ცოდნით.
მომხსენებელმა საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებისა და კონკრეტული საქმეების შესახებ, ასევე პროფესიულ სირთულეებსა და წყაროსთან ურთიერთობაზე ისაუბრა და შეხვედრის დასკვნით ნაწილში სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კომახიძე, 8 წელია რაც ემიგრაციაში იმყოფება და შვეიცარიის მთავრობის მიერ პოლიტიკურ დევნილად აღიარებული ქართველი ჟურნალისტია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება