კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პოლონეთის, იაგელონის უნივერსიტეტს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესორი კრჟიშტოფ კოშჩელნიაკი სამუშაო ვიზიტით კსუ-ს ესტუმრა.
პოლონელმა პროფესორმა, საქმიანი შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და ინტენსიური კურსის - ,,რელიგიური ტერორიზმი ევროპაში, აზიასა და აფრიკაში“ შესახებ ისაუბრა.
ინტენსიურ კურსი, რომელზეც კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი 100-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, კსუ-ს დეკანმა - ირინა ღვინერიამ გახსნა და დამსწრე აუდიტორიას პროფესორი წარუდგინა. დეკანის თქმით, ამგვარი ფორმატი, ხელს შეუწყობს არამხოლოდ ინფორმაციის მიღების, არამედ სტუდენტების დაახლოვებასა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას.
ინტენსიური კურსი 15 მაისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, კვირის სასწავლო დღეებში, ორი აკადემიური საათის განმავლობაში ლექციები მოისმინონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: რელიგიური ტერორიზმის სახეები, რელიგიის სახელით ჩადენილი ტერორისტული აქტები და მათი გავრცელების არეალი, ეთნიკური კონფლიქტები და საერთაშორისო ტერორიზმი.
შეგახსენებთ, რომ ინტენსიური კურსი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პოლონეთის, იაგელონის უნივერსიტეტის შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა, რაც როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის გაცვლას გულისხმობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება