კსუ-ს აფილირებული პროფესორის - ქეთევან შოშიაშვილის არჩევითი სასწავლო კურსის - ,,კავკასიის ხალხთა ყოფა და კულტურა“ ფარგლებში, პირველი და მეორე კურსის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, კურიკულუმით გათვალისწინებული გასვლითი ლექცია - თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა.
ლექციას - სასწავლო დისციპლინის 30-მდე სტუდენტი ესწრებოდა, გასვლითი ლექციის მიზანს, სტუდენტებში ეროვნული ცნობიერებისა და კულტურის უკეთ გააზრება და გაცნობა წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, 1966 წელს დაარსდა და ის კავკასიაში პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელსაც ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი ეწოდა.
ეთნოგრაფიული მუზეუმი საქართველოს მინიატურულ მოდელს წარმოადგენს და მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას ასახავს. მუზეუმში წარმოდგენილია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს რეგიონებიდან: ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება