კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 მაისიდან, კსუ-ს მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობა წყვეტს მუშაობას და ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს!
თვითმმართველობის საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩევნები ჩატარდება 8 ივნისს, 10-დან 20 საათამდე (სამაგისტრო და სადოქტორი პროგრამების სტუდენტთა გრაფიკის გათვალისწინებით).
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცედურები განსაზღვრულია თვითმმართველოს წესდებით:
თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საარჩევნო კომისია, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ან სხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე კანდიდატთან ან საინიციატივო ჯგუფთან.
თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვამდე სტუდენტი ან საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია არაუგვიანეს 25 მაისისა გაიაროს რეგისტრაცია, რა დროსაც წარმოსადგენია:
1. სარეგისტრაციო განაცხადი;
2. კანდიდატთა სრული სია ფაკულტეტების მიხედვით (სახელი გვარი/პირადი ნომერი/ფაკულტეტი/კურსი) - საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში;
3. 2 წლიანი სამოქმედო გეგმა.
რეგისტრაცია იწარმოებს კსუ-ს ცენტრალურ კორპუსში, მესამე სართულზე, 317-ე ოთახში.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 555949959
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება