კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 4 მაისს ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები ჩაერთნენ, რომელთა რაოდენობა 120-ს აღემატებოდა.
ტურნირი მიზნად ისახავდა როგორც პირველობის, ასევე კსუ-ს ნაკრებისათვის ახალი ფეხბურთელების შერჩევას.
სათამაშო დღის ბოლოს, საუკეთესო სამი გუნდი გამოვლინდა: მესამე ადგილზე სამართლის, მეორე ადგილზე - "Come Back", ხოლო პირველ ადგილზე გუნდი ,,გოლდენი“ გადავიდა. ამ გამარჯვებით, საუკეთესო ფეხბურთელებს საშუალება ექნებათ უნივერსიტეტის სახელით გამართულ შეჯიბებებში აქტიურად ჩაერთონ და სამომავლოდ, უნივერსიტეტის ნაკრებშიც დაიმკვიდრონ ადგილი.
კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე სემესტრში დაგეგმილი სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციებს, სტუდენტებს უახლოეს მომავალში აცნობებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება