საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მაისის თვეში - კამპანია ,,მაისის გაზომვების თვე’’ - ტარდება.
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოში უდიდეს გლობალურ სასკრინინგო აქციას საქართველოც უერთდება აქციით - ,,მაისის გაზომვების თვე’’, რომლის მიზანია მოსახლეობაში არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცოდნის გავრცელება.
აქცია ,,იცოდე შენი წნევის ციფრები’’ წელს 9 მაისს, სავაჭრო- გასართობ ცენტრის ,,ისთ-ფოინთის'' ტერიტორიაზე გაიმართა. კამპანიის კსუ-ს აფილირებული პროფესორის - თამარ ვახტანგაძის ინიციატივით, უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, შესაბამისად, კარდიოვასკულური ავადობის მხრივ ჩვენ მივეკუთვნებით მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს. ცნობილია, რომ ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 30-50%-ს აღენიშნება არტერიული წნევის მაღალი ციფრები, მათი დიდი ნაწილი იტარებს მკურნალობას არარეგულარულად, ნაწილმა კი არც იცის საკუთარი წნევის ციფრები.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს კარდიოვასკულური ავადობის შესახებ ცოდნის გავრცელებასა და მოსახლეობის ინფორმირებას.
კამპანიის მონაწილე სტუდენტებს საერთაშორისო კვლევის სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება