საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან ერთად, კსუ-ს პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის ტრენინგ-სემინარებს გამართავს.
ტრენინგ-სემინარები საინფორმაციო პროექტის - „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ - ფარგლებში ხორციელდება.
ახალგაზრდები, სწავლების ცენტრის წარმომადგენლებისგან, მიიღებენ ინფორმაციას არჩევნების არსსა და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში; არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებებსა და პრინციპებზე; არჩევნებში ჩართულ მხარეებსა და მათ როლზე საარჩევნო პროცესში; აქტიურ მოქალაქეობაზე; ხმის მნიშვნელობაზე; არჩევნებში მონაწილეობის ძირითად მიზეზებსა და 2018 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე.
სემინარის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
რეგისტრაცია იწარმოებს 30 აპრილიდან 3 მაისის 16:00 საათამდე შესაბამის დეკანატებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება