კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებისათვის, სპეციალური მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა.
აღნიშნული შეხვედრა 8 ივნისს, მონაწილეებისა და ხელმძღვანელის ინიციატივით ჩასატარებელი კონფერენციისთვის მზადებას და იმ ფობიებისა და ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირებას წარმოადგენს, რაც სტუდენტებს ეფექტური პრეზენტაციის ჩატარებაში ხელს უშლის.
აუდიტორიის შიში, სიმორცხვე, გაფანტულობა, მიკროფონთან ურთიერთობა - ეს ის მიზეზები გახლდათ, რაც სტუდენტებმა ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებად დაასახელეს.
კსუ-ს პროფესორის, ალექსანდრე რუსეცკის მიერ შეთავაზებული ეს ფორმატი, სტუდენტებმა სიღრმისეულად გაიაზრეს და ტრენინგის მსვლელობის დროს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ტრენინგის დასკვნით ნაწილში, პროფესორმა და სტუდენტებმა შეხვედრის დროს გამოთქმული მოსაზრებები შეაჯამეს და ერთმანეთს - სხვადასხვა ფობიის აღმოფხვრის კონკრეტული რეკომენდაციები და რჩევები გაუზიარეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება