ისრაელში მოღვაწე გენეტიკის მეცნიერებათა დოქტორმა - ნინო ონიაშვილმა, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის - საჯარო ლექცია თემაზე - „პერსონალური ანუ გენომური მედიცინა“ ჩაატარა.
ნინო ონიაშვილი ისრაელში, ბელინსონის ჰოსპიტალთან არსებულ რეკანატის სახელობის გენეტიკის ინსტიტუტში, რომელიც თელავივის უნივერსიტეტის სამეცნიერო სასწავლო ბაზას წარმოადგენს, ონკოლოგიური გენეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
მომხსენებელმა გენომური მედიცინის მიმართულებაზე იმსჯელა, რომლის მიზანია თითოეული ადამიანის მკურნალობა, მის უნიკალურ გენეტიკურ პროფილს მოარგოს.
ნინო ონიაშვილმა, კსუ-ს სტუდენტებისთვის, დარგის განვითარებაზე კონკრეტულ ციფრებსა და ფაქტებზე დაყრდნობით იმსჯელა. მისი თქმით, დედამიწაზე 7,6 10⁹ ადამიანია. მათ შორის მოლეკულურ დონეზე უმნიშვნელო განსხვავებები ჯანმრთელობის მდგომარეობის უდიდეს განსხვავებებს იწვევს.
მომხსენებელმა აუდიტორიას, 1990 წელს ჯეიმს უოტსონის ხელმძღვანელობით დაწყებულ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტზეც ესაუბრა, რომლის მიზანს, ადამიანის სრული გენომის ( 20 – 25 ათასი გენის) სრული გაშიფვრა-იდენტიფიკაცია, ადამიანის ჯანმრთელობასთან გენომური, კომპლექსური მიდგომა და ახალი მედიკამენტების შექმნა წარმოადგენდა. გენეტიკის მეცნიერებათა დოქტორის თქმით, ეს პროექტი 2003 წელს დასრულდა და კვლევის შედეგები, ნებისმიერი ინტერნეტ-მომხმარებლისათვის Gen Bank-ის მონაცემთა ბაზაშია ხელმისაწვდომი.
საჯარო ლექციამ, მედიცინის სპეციალობის სტუდენტების დაინტერესება გამოიწვია და ლექციის დასკვნითი ნაწილი მთლიანად კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება