კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ველური ვაზის კალმების დაფესვიანების პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნული ინიციატივა კსუ-სა და ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და დაფესვიანებული ველური ვაზის ფორმები, სწორედ ჯიღაურას ბაზაზე გადაირგვება.
პროექტში ჩართული ერთ-ერთი წევრი, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მაგისტრანტი და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი - შენგელი კიკილაშვილი გახლავთ, რომელმაც მიმდინარე წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.
კსუ-ს ბაზაზე, სწორედ შენგელი კიკილაშვილის მონაწილეობით, ველური და გაველურებული ვაზის ფორმების დაფესვიანების ხარისხს დააკვირდებიან და ლაბორატორიულ სამუშაოებს ჩაატარებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება