კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის, სადეგუსტაციო დარბაზში, მაგისტრანტების - საბა ქიტიაშვილის, ნინო ზვიადაურისა და შენგელი კიკილაშვილის ექსპერიმენტული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტაცია სამაგისტრო ნაშრომების სრულყოფის მიზნით ჩატარდა და მიღებული შედეგები საბოლოო ნაშრომში აისახება.
დეგუსტაციას, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი - ოლან გოცირიძე, ,,კახური ღვინის მარნის“ მთავარი ტექნოლოგი - თემურ გონჯილაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახოების სამმართველოს უფროსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი - დავით მაღრაძე და ფაკულტეტის მაგისტრანტები ესწრებოდნენ.
დეგუსტრატორებმა წინასწარ შემუშავებული შეფასების ფორმების მეშვეობით, წარმოდგენილი ექსპერიმენტული ღვინოები ფერის, სხეულის, არომატებისა და სიჯანსაღის კატეგორიებში, შესაბამისი კრიტერიუმებით შეაფასეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება