კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები 12-13 აპრილს ევროპული კვლევების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით გამართულ მეორე ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრა ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებს შეეხებოდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებზე, ევროკავშირის როლზე სამშვიდობო მისიებში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე კავკასიასთან მიმართებაში.
აღსანიშნავია, რომ საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ტარტუს უნივერსიტეტის მაგისტრანტი - გიორგი დავიდოვი, რომლის ინიციატივითაც კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი და კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მე-4 კურსის პრაქტიკანტები ეთერ ხანჯალეიშვილის ხელმძღვანელობით.
ალექსანდრე რუსეცკიმ შეხვედრაზე წარმოადგინა მოხსენება - „ევროკავშირის კავკასიური პოლიტიკის ქრონიკული შეცდომები და ახალი შესაძლებლობები“.
აღნიშნულ პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ნიუვიჟენის უნივერსიტეტმა უმასპინძლეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება