2017 სასწავლო წლის ბოლოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის KBH-ის გუნდმა - ,,Old Boys” და ,,სთენდაფერებმა“ - თორნიკე პარუნაშვილმა, ალექს ძაგნიძემ, ზურა ლეკიაშვილმა და ირაკლი დიდებულიძემ, კსუ-ს ბენდთან ერთად უნივერსიტეტში საახალწლო კონცერტი გამართეს.
დამსწრე საზოგადოების წინაშე, მონაწილეები მუსიკალური და იუმორისტული ნომრებით წარსდგნენ. კსუ-ს გუნდი - ,,Old Boys” ღონისძიებაზე განახლებული შემადგენლობით მონაწილეობდა, თორნიკე რევიასა და ოთარ დეისაძეთან ერთად, ძალები - აკაკი გეგიძემ, ხატია გლოველმა, ნატა ჭელიშვილმა და მარიამ შატაკიშვილმა მოსინჯეს.
გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა - გიორგი ხუსკივაძემ, წამყვანის ამპლუა მორგო და ღონისძიება კიდევ უფრო აქტიური და ხალისიანი გახადა.
საღამო გამორჩეული იყო ფორმატითაც, სადაც მაყურებელს შეეძლო შეკითხვები დაესვა მონაწილეებისთვის და მათგან ტრადიცული, იუმორისტული პასუხები მოესმინა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს გუნდმა ,,Old Boys” – რეგიონალური ლიგის გამარჯვებულის სტატუსი ორჯერ მოიპოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება