კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა - მარიამ ელყანაშვილმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარა.
ტრენერმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა: მონაცემების დამუშავების მიზანი, შენახვის ვადა, საფუძვლები, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება.
მარიამ ელყანაშვილმა სპეციფიკური რეგულაციების შესახებაც ისაუბრა და საშვთა ბიუროს, ბიომეტრიული მონაცემების, ვიდეო თვალთვალისა და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის საკითხები მიმოიხილა.
შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება