თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 2017-2018 წლის ,,ა“ ლიგის მე-10, რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და სუპერლიგაში გადასასვლელად მებრძოლი ოთხი გუნდის ვინაობა გაირკვა, რომელთაგან ერთ-ერთი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი გახლავთ.
3 აპრილის სათამაშო დღის შედეგებით, სუპერლიგაში გადასასვლელად, კსუ-ს გუნდი ,,თსუ - ჰიუნდაის“ შეხვდება, ხოლო ,,ტიტები“ ,,არენას“ დაუპირისპირდება.
უნივერსიტეტის კალათბურთის ნაკრები ,,თბილისს“ შეხვდა და ოთხი სათამაშო პერიოდიდან ორი - 29:19 და 29:15 მოიგო, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 88:70 დაფიქსირდა.
კსუ-ს გუნდიდან 23 ქულით ამერიკელი ლეგიონერი - რაიან აარონი გამოირჩა. ანტონი კოლინსის ანგარიშზე 5 პასი ჩაიწერა, ხოლო ვაკა ბიჭაშვილმა 9 მოხსნა მოაგროვა.
წლევანდელი ,,ა” ლიგის გამარჯვებულის გამოსარკვევად ბრძოლა ნახევარფინალების ეტაპიდან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ განახლდება, ნახევარფინალური და ფინალური სერიები კი 2 მოგებამდე გაგრძელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება