თურქეთის მეცნიერებათა აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი აკადემიის ყოველწლიური პრიზის „2018-TUBA“-ს მოსაპოვებლად. პრიზი ყოველწლიურად გადაეცემათ ფუნდამენტურ, საინჟინრო, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შემსწავლელ, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში მოღვაწე მეცნიერებს. ასევე ერთ-ერთი პრიზი გადაეცემათ იმ მეცნიერებს, რომლებიც მუშაობენ ან/და სწავლობენ თურქეთში. პრიზი განკუთვნილია იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც თავიანთ სფეროებში ორიგინალური ან წამყვანი ნაშრომების ავტორები არიან.
აკადემიის პრიზზე განცხადების მიღება სრულდება 2018 წლის 8 მაისს, ხოლო ლაურეატები გამოვლინდებიან ოქტომბრის ბოლოს.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
http://www.tuba.gov.tr/news/call-for-nominations-tuba-2018-academy-prizes/id/1959
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება