კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ჭურღულია შეხვდა და ლე" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ჭურღულია შეხვდა და ლე" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ჭურღულია შეხვდა და ლე">
კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ჭურღულია შეხვდა და ლექცია თემაზე - „უფლებების დაცვა სამშენებლო სამართალში“ - ჩაუტარა.
ლექცია კსუ-ს სამართლის დეკანმა ვლადიმერ მაჭარაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ამ თემატიკის მიმართ ინტერესი სწორედ სტუდენტებმა გამოხატეს და უახლოეს მომავალში უნივერსიტეტში ამ ახალი სასწავლო დისციპლინის დამატებაზეც იმსჯელებენ.
მომხსენებელმა თავის გამოსვლაში, საკითხის მრავალწახნაგობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თემა საკმაოდ რთული და პრობლემურია. დავით ჭურღულიამ, სამშენებლო სამართლის ჭრილში საკუთრების უფლებების, მიწის საკადასტრო მონაცემების სიზუსტის დაცვის, სამშენებლოდ გამოყენებადი მიწის სიმცირის, საექსპერტო როლის გაძლიერებისა და მშენებლობის ხარისხის კონტროლის საკითხებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა სტუდენტებს დარგში არსებული სიახლეებითა და გამოწვევებით დაინტერესება სთხოვა და აღნიშნა რომ ამ პროცესში თითოეული მოქალაქის ჩართულობასა და ინიციატივებს, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში უდიდესი როლი ენიჭება.
შეგახსენებთ, რომ დარგის სპეციალისტებისა და პროფესორების მონაწილეობით კსუ-ში საჯარო ლექციები სისტემატურად ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისათვის თავისუფალია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება