კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ერევანში ინდოეთის საელჩოს ორგანიზებით (საელჩო ასევე აკრედიტებულია საქართველოში), ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა.
საელჩოს წარმომადგენელმა - რაჯეშ კუმარმა (Mr. rajesh kumar – Assistant Attache) გენდერულ საკითხებზე, ქალთა გაძლიერების საკითხებში ინდოეთის ვალდებულებებსა და დისკრიმინაციის აკრძალვებთან დაკავშირებით ისაუბრა.
უნივერსიტეტის მხრიდან დისკუსიაში კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი - თამარ კიკნაძე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - ირინა ღვინერია და თბილისის უზენაესი სასამართლოს აპარატის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი კონსულტანტი - ხათუნა ჩარკვიანი ჩაერთნენ.
მომხსენებლებმა თავიანთ გამოსვლაში ქალთა გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს და ამ მხრივ, ყურადღება გაამახვილეს ისტორიულ ნაწილზეც.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი, კსუ-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ ხელშეწყობით ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება