სასწავლო პრაქტიკა, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები ელიტარულ, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო - რიქსოს ბორჯომში (hotel Rixos Borjomi) გადიან, უკვე ტრადიციად იქცა და შემოდგომის სემესტრის ბოლოს, პროგრამის ხელმძღვანელის - ლალი მიქელაძის რეკომენდაციით, სასტუმროში მაღალი აკადემიური მოსწრების 10 სტუდენტისგან დაკომპლექტებული მორიგი ნაკადი გაემგზავრა.
29 დეკემბრიდან (2017) - 8 იანვრის (2018) ჩათვლით, ენთუზიასტი, საქმისადმი ერთგული და წარმატებული სტუდენტების ჯგუფი, კსუ-ს ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტებით - ნინო ნერსეზაშვილი, სალომე ახალკაცი, თათია კორძაძე, მარიამ ნადირაშვილი, გიორგი კაკაბაძე, ირაკლი გოგილავა, გიორგი ფუტკარაძე, შოთა ფურცელაძე, ქეთი თოლორდავა, ილია ბატიაშვილი - დაკომპლექტდა.
კსუ-ს სტუდენტები სასწავლო პრაქტიკის დროს, სასტუმროს კვებისა და სასმელების განყოფილებაში იყვნენ მიმაგრებულნი, თუმცა პარალელურად, მათ საშუალება ჰქონდათ სხვა მომსახურების სფეროსაც დაკვირვებოდნენ და ამ მიმართულებითაც მოესინჯათ ძალები.
კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის - ლალი მიქელაძის თქმით, ამგვარი პრაქტიკა შეუცვლელია და უდიდეს გამოცდილებას სძენს სტუდენტს, რადგან ის ადგილზე ეცნობა ყველა იმ ნიუანსსა და დეტალს, რაც მანამდე თეორიული სწავლების დროს გაიარა.
ბორჯომის ელიტარულ სასტუმროში სასწავლო პრაქტიკის წარმატებით დასრულების დასტურად - კსუ-ს სტუდენტები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება