კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ - ვლადიმერ მაჭარაშვილის დისერტაციის საჯაროდ დაცვა გაიმართა.
სამართლის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს, კსუ-ს ხელმძღვანელობის, პროფესორ-მასწავლებლებისა და დამსწრე აუდიტორიის წინაშე, ვლადიმერ მაჭარაშვილმა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია - საადვოკატო გამოძიება: თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები - წარადგინა.
კვლევის ერთ-ერთ ძირითად მიზანს საადვოკატო გამოძიებასა და ტრადიციული გამოძიების ფორმას შორის პარალელის გავლება წარმოადგენდა. სამეცნიერო ნაშრომი ანოტაციის, 4 თავის, 17 ქვეთავის, სოციალური კვლევის შედეგებისა და მიღებული დასკვნისაგან შედგებოდა.
სადისერტაციო საბჭოს წინაშე, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მაძიებელმა დოქტორანტმა, დისერტაციის პრეზენტაცია გამართა და ოფიციალური რეცენზენტების, სამართლის დოქტორების - ჯემალ გახოკიძისა და თეა შაყულაშვილის შეკითხვებს უპასუხა.
სხდომას, კსუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, სამართლის აკადემიური დოქტორი - მინდია უგრეხელიძე თავმჯდომარეობდა.
სამართლის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვლადიმერ მაჭარაშვილს, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება