განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
მიმართულება ბიზნესის ადმინისტრირება
სპეციალობა მენეჯმენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
სპეციალობა ფინანსები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
მიმართულება სოციალური მეცნიერებები
სპეციალობა ჟურნალისტიკა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
მიმართულება ჯანდაცვა
საბაზისო მედიცინის დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 4 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
მედიცინის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 4 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 4 ვაკანსია
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
მიმართულება ჯანდაცვა
სპეციალობა ფარმაცია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
მიმართულება აგრარული მეცნიერებანი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
მიმართულებათაშორისი დარგები
სპეციალობა ტურიზმი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2018 წლის 24 თებერვლიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2018 წლის 26 მარტიდან 30 მარტის
ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სპეციალობისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
8. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
9. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა);
10. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
11. ჯანდაცვის მიმართულებით კონკურსში მონაწილე კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენა. გარდა ამისა, კონკურსანტის ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის კომპეტენცია შეიძლება დასტურდებოდეს ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსების წაკითხვის გამოცდილებით / საერთაშორისო პროექტებში ჩართულობით / საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მომხსენებლად მონაწილეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურსანტი ვალდებულია, საკონკურსო კომისიის წინაშე, ინგლისურ ენაზე
გააკეთოს საჩვენებელი პრეზენტაცია, მისთვის სასურველ სალექციო თემაზე.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
იმ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა), რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ექნება სამეცნიერო – პედაგოგიური გამოცდილებაც);
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
კონკურსანტი იყოს იმ სპეციალობის / საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, რომლის ფარგლებშიც სურს აკადემიური თანამდებობის დაკავება.
პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც არის შესაბამისი დარგის / მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2018 წლის 31 მარტს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2018 წლის 2 აპრილს;
შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 2 აპრილს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 705
ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება