კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - ვლადიმერ მაჭარაშვილი, საკრებულოს დარბაზში, მრავალშვილიან დედათა ორგანიზაცია ,,გენი ქართულის“ დაფუძნების სამი წლისთავის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა. ორგანიზაცია, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიმართულებით მუშაობს და ქვეყანაში მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვის მატებასა და ამ კუთხით, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ემსახურება.
კსუ-ს დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, დამსწრე საზოგადოების წინაშე, იმ კონკრეტულ ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც კსუ, უნივერსიტეტის მასშტაბითა და მის ფარგლებს გარეთ, სისტემატურად ახორციელებს, კერძოდ მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ დემოგრაფიული პრობლემების კვლევით ცენტრზე, იმ კვლევით ნაშრომებზე, რომლებიც უნივერსიტეტის ეგიდით გამოიცემა და დემოგრაფიული ფონის სტიმულირების მიზნით, თანამშრომელთა წახალისების პოლიტიკაზე.
ღონისძიებაზე, ,,გენი ქართულის“ ორგანიზატორებმა, 2017 წელი შეაჯამეს და იმ საკანონმდებლო ინიციატივების არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, სტატუსის მინიჭებასა და შესაბამისი, ღირსეული სოციალური პაკეტის მომზადებას უზრუნველყოფს.
ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ექიმები, პარტნიორი ორგანიზაციისა და კერძო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაფუძნების სამი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სტუმრებს სპეციალურად ამ დღისათვის მომზადებული ვიდეოს ნახვის შესაძლებლობაც მიეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება