კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციის "Youth Alliance for Reforms-ის“ მორიგი პროექტი - ,,რეფორმატორი 2018“ - 10 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა. დელეგატებს პროექტის ორგანიზატორი და ორგანიზაციის გენერალური დირექტორი - დაჩი ჩიტაია და მთავარი ორგანიზატორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი - სალი სურამელი მიესალმნენ და წარმატებული საკომიტეტო მუშაობა უსურვეს.
არასამთავროო ორგანიზაცია - YAR-ის ორგანიზებული პროექტი, საქართველოს თემატიკაზეა მორგებული და საკომიტეტო სესიების განმავლობაში ახალგაზრდები სწორედ საქართველოში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმუშავებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 14-დან 24 წლამდე ასაკის 140-მა დელეგატმა გამოთქვა და ისინი 5 თემატურ - ,,თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების“, ,,საგარეო ურთიერთობათა“, ,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების“, ,,საკონსტიტუციო საკითხთა“ და ,,ადამიანის უფლებათა“ საბჭოში გადანაწილდნენ.
პროექტი 3 დღის მანძილზე ჩატარდება და დასკვნით ცერემონიაზე, მონაწილეები გაერთიანებულ ფორმატში იმსჯელებენ თითოეული კომიტეტის მიერ დასახულ საკითხზე.
ღონისძიების მიზანია მონაწილეებმა ლიდერული უნარ-ჩვევები გაიღრმავონ, საჯარო გამოსვლებისა და დებატების ხელოვნებას დაეუფლონ, ასევე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ღრმა შინაარსობრივი ცოდნა მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ პროექტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორი დღის განმავლობაში - 10 და 11 თებერვალს უმასპინძლა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება